იურიდიული კომპანია რომელიც იფიქრებს თქვენს ნაცვლად

მოგესალმებით მონიკა რუხაძის იურიდიულ კომპანიაში

მოგესალმებით

კომპანიის შესახებ

მონიკა რუხაძის იურიდიული კომპანია არის კომპანია,რომლის ფუნდამენტური პრინციპები ეფუძნება ზნეობრივ სამართლიანობას,კეთილსინდისიერებას.კომპანიის ეფექტურ მომსახურებას განაპირობებს გუნდის პროფესიული გამოცდილება,როგორც სახელმწიფო ისე კერძო სტრუქტურებში,რომელიც განსაზღვრავს საქმისადმი პროფესიონალურ მიდგომას მრავალმხრივ ხედვასა და საიმედოობას.

ვრცლად

მომსახურების მიმართულებები

მომსახურებები

Free HTML5 Bootstrap Template by GetTemplates.co

ადმინისტრაციული სამართალი

ადმინისტრაციული სარჩელების მომზადება,წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში

ვრცლად
Free HTML5 Bootstrap Template by GetTemplates.co

სამშენებლო / უძრავი ქონების სამართალი

დეველოპერული პროექტების იურიდიული მხარდაჭერა . უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ იურიდიული დასკვნის მომზადება. აღნაგობისა და სხვა ტიპის ხელშეკრულებების მომზადება. სასამართლო და საარბიტრაჟო დავების წარმოება. ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობა; სახელშეკრულებო მოლაპარაკებების წარმოება და შეხვედრებზე მონაწილეობის უზრუნველყოფა .

ვრცლად
Free HTML5 Bootstrap Template by GetTemplates.co

სამოქალაქო სამართალი

კონსულტაციები, იურიდიული დასკვნების მომზადება , წარმომადგენლობა არბიტრაჟსა და სასამართლოში კონსულტაციები

ვრცლად
Free HTML5 Bootstrap Template by GetTemplates.co

სახელშეკრულებო სამართალი

ხელშეკრულებების (შეთანხმებების, მემორანდუმების) შედგენა. ხელშეკრულებების (შეთანხმებების, მემორანდუმების) შედგენა,ხელშეკრულების დადებასა და შესრულების პროცესში კლიენტის ინტერესების წარმოდგენა ,ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზი, სახელშეკრულებო დავებზე წარმომადგენლობა არბიტრაჟსა და სასამართლოში

ვრცლად
Free HTML5 Bootstrap Template by GetTemplates.co

საგადასახადო სამართალი

სრული იურიდიული მომსახურება საგადასახადო დავებზე, როგორც ფინანსთა სამინისტოს ორგანოებში, ასევე სასამართლოს ყველა ინსტანციაში.

ვრცლად
Free HTML5 Bootstrap Template by GetTemplates.co

შრომის სამართალი

შრომით-სამართლებრივი დოკუმენტაციის (შინაგანაწესი, შრომითი ხელშეკრულებები) მომზადება , კონსულტაციები, მოლაპარაკების წარმოება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება შრომითი ურთიერთობის მიმდინარე საკითხებზე შრომითი დავების თავიდან აცილების მიზნით , წარმომადგენლობა სასამართლოში შრომით დავებთან დაკავშირებით

ვრცლად
Free HTML5 Bootstrap Template by GetTemplates.co

საოჯახო სამართალი

საქორწინო ხელშეკრულებების მომზადება, განქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხებზე (განქორწინება, ქონების გაყოფა, არასრულწლოვანი შვილ(ებ)ის საცხოვრებელი ადგილისა და ალიმენტის განსაზღვრა) , მშობლის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებულ დავებზე სასამართლოში წარმომადგენლობა,შვილად აყვანასთან დაკავშირებულ საქმეებზე წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში, სუროგაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე სუროგაციის შედეგად დაბადებული ბავშვის დაბადების რეგისტრაციასთან, მათ შორის პოტენციური მშობლების მშობლებად აღიარებასთან დაკავშირებული წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოსა და სასამართლოში, მემკვიდრეობით დავებთან დაკავშირებით სასამართლოში წარმომადგენლობა

ვრცლად
Free HTML5 Bootstrap Template by GetTemplates.co

მედიაცია

დავების გადაწყვეტა მხარეთა შეთანხმების საფუძველზე სასამართლოს გარეშე.

ვრცლად
Free HTML5 Bootstrap Template by GetTemplates.co

საკორპორაციო სამართალი

სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის ფილიალის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, პარტნიორთა შეთანხმება და სხვა) მომზადება და რეგისტრაცია, კომპანიის შესახებ რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია,კომპანიის due diligence-ის მომზადება,წილის ნასყიდობის ხელშეკრულებების მომზადება, შერწყმა/გაყოფა/რეორგანიზაცია,პარტნიორთა კრებებზე წარმომადგენლობა,ფასიანი ქაღალდების, აქციების გამოშვება,ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებთან სასამსახურო ხელშეკრულებების მომზადება, კონსულტაციები, მოლაპარაკების წარმოება, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში წარმომადგენლობა საკორპორაციო სამართლის სხვადასხვა საკითხებზე/დავებზე

ვრცლად
Free HTML5 Bootstrap Template by GetTemplates.co

საიმიგრაციო სამართალი

შრომითი ბინადრობის მოწმობა - რომელიც გაიცემა საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად; სასწავლო ბინადრობის ნებართვა - რომელიც გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით; მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა - მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს, და მისი ოჯახის წევრებზე. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი; საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა - საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა იმ უცხოელზე და მისი ოჯახის წევრზე, რომელმაც „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განახორციელა არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობის ინვესტიცია ან რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ოჯახის წევრებად ითვლებიან უცხოელის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და მის სრულ კმაყოფაზე მყოფი მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი, აგრეთვე უცხოელის სრულ კმაყოფაზე მყოფი პირი, რომელიც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ არის ცნობილი; ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვა - რომელიც გაიცემა ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე; საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა - საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა; მუდმივი ცხოვრების ნებართვა - მუდმივი ცხოვრების ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, მშობელზე, შვილზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი;

ვრცლად

ჩვენი გუნდი

ჩვენი გუნდი

Free HTML5 Bootstrap Template by GetTemplates.co

მონიკა რუხაძე

25 წლიანი სამუშაო გამოცდილება,მათს შორის: 1997 წლიდან მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის სამმართველო (იურისტი) სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების საქალაქო და რეგიონალურ სამმართველო( იურიდიული სამსახურის უფროსი) საადვოკატო საქმიანობას ეწევა 2000 წლიდან კერძო სამართლის სხვადასხვა ტიპის იურიდიულ პირებთან ( სააქციო საზოგადოება,შეზღუდული პასუხისმგებლობა, ინდივიდუალური საწარმო, კოოპერატივები) სახელმწიფოსგან პრივატიზებული სამედიცინო პროფილის ობიექტებთან (საავადმყოფოები,პოლიკლინიკები) პედაგოგოიური გამოცდილება უნივერსიტეტში.

2012 წელში ასევე იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაცის სააპელაციო კომიტეტის წევრი. 2013-2014 წლებში იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2013 წლის საფინასო-ეკონომიკური სამართლებრივი და ორგანიზაციული საქმიანობის, აუდიტის ხარისხის კონტროლისა და შიდა კონტროლის პროცედურების შემმოწმებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მოწვეული ექსპერტი იურისტი.

Free HTML5 Bootstrap Template by GetTemplates.co

ხატია ქისიშვილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის კურსდამთარებული ( 2010-2014 წ). საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის , მაგისტრატურის, სტიპენდიანტი და წარმატებული კურსდამთავრებული ( 2014-2016 წ). საქართველოს უნივერსიტეტის სამართლებრივი დახმარების ცენტრის სტაჟიორი 2015 წლის სექტემბრიდან-დეკემბრამდე . საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სტაჟიორი 2015 წლის სექტემბრიდან -2016 წლის მაისამდე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სტაჟიორი 2016 წლის ნოემბრიდან -2017 წლის თებერვლამდე . საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და მოქმედი ადვოკატი 2018 წლიდან სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით მოქმედი ადვოკატი 2021 წლიდან.

გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. ფლობს გერმანულ და ინგლისურ ენებს. 2017 წლიდან დღემდე “ M&R Law Company „ -ს გუნდის წევრი.

Free HTML5 Bootstrap Template by GetTemplates.co

სალომე სულთანიშვილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის კურსდამთავრებული, 2010-2014 წლები 2012 წლის იანვრიდან 2013 წლის მარტამდე ეკავა კომპანია „Eastern Promotion“- ში პროექტების კოორდინატორის პოზიცია; 2013 წლის აპრილიდან 2018 წლის იანვრამდე ეკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“, ოპერატიული მართვის სამმართველოს სპეციალისტის პოზიცია. სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი. გავლილი აქვს არაერთი აღწერითი და სასწავლო მოდული კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის სამართლებრივი რეგულირების მიმართულებით. აქტიურად არის ჩართული და იკვლევს ბლოკჩეინის, ასევე „ჭკვიანი“ კონტრაქტების სამართლებრივი რეგულირების საკითხებს.

2021 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, მოქმედი ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. სალომე 2018 წლიდან დღემდე „M&R Law Company”- ის გუნდის წევრია. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

Free HTML5 Bootstrap Template by GetTemplates.co

ნინო ქურიძე

საიმიგრაციო სამართლის სპეციალისტი

ფლობს ინგლისურ ენას. ნინო 2018 წლიდან დღემდე საადვოკატო კომპანია „ M&R Law Company”-ის გუნდის წევრია.

კონტაქტი

დაგვიკავშირდით ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 10:00 დან 18:00 მდე

კონტაქტი